NIH-ის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა ფაგოთერაპიის განვითარების საკითხებზე
2026 წლის 12-13 ნოემბერს, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა (NIH) და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „Advancing Phage Therapy: Collaborative Strategies for Overcoming Scientific and Regulatory Challenges “. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა მზია ქუთათელაძემ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაგოთერაპიის სფეროში არსებული სამეცნიერო და რეგულატორული გამოწვევების განხილვას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფაგებზე დაფუძნებული თერაპიული საშუალებების განვითარებას. ღონისძიებამ საერთაშორისო ექსპერტებს შესაძლებლობა მისცა, წარმოედგინათ კვლევის შედეგები და ემსჯელათ ფაგების კლინიკურ პოტენციალზე, განსაკუთრებით ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ ბრძოლაში.
სამუშაო შეხვედრაზე ქალბატონმა მზია ქუთათელაძემ წარადგინა პრეზენტაცია ინსტიტუტის ისტორიის, სამეცნიერო საქმიანობისა და ფაგოთერაპიული პრეპარატების შემუშავებისა და წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ფაგების თანამედროვე კვლევის, მათი თერაპიული პოტენციალის, წარმოებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე.