14.10.2025
ბაქტერიოფაგების საერთაშორისო კონფერენცია - ბიოლოგია, დინამიკა და თერაპია, ვაშინგტონი, აშშ
2025 წლის 12-14 ოქტომბერს ქ. ვაშინგტონში, აშშ გაიმართა ბაქტერიოფაგების კონფერენცია: ბიოლოგია, დინამიკა და თერაპია. კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები, მეცნიერები, ექიმები, რათა განეხილათ ბაქტერიოფაგების როლი და თერაპიული განვითარების უახლესი მიღწევები. კონფერენციას ესწრებოდნენ ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სოფიო რიგვავა. მათ წარმოადგინეს ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები. კონფერენციაზე განხილული იყო ბაქტერიოფაგების კვლევის უახლესი შედეგები, რომლებიც მიმართულია ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ფაგოთერაპიის განვითარებაზე.