ფაგები 1923 წლიდან

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 1923 წელს და დღესაც აგრძელებს სამეცნიერო კვლევებს ბაქტერიოფაგებზე

ფაგები 1923 წლიდან

ელიავას ფონდი

წარმოადგენს გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, „ელიავას ფონდის“ და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების ერთობლიობას

ელიავას ფონდი

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 1923 წელს, ექიმის, ბაქტერიოლოგის და ბაქტერიოფაგების მკვლევარის, პროფესორ გიორგი ელიავას მიერ. ინსტიტუტის შემდგომი განვითარების სტრატეგიული ხაზის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა გამოჩენილმა კანადელმა მეცნიერმა, ბაქტერიოფაგიის ფენომენის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ფელიქს დერელმა.

ელიავა • ინსტიტუტი

წარმოადგენს ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ემსახურება ბაქტერიოფაგების შემუშავებას, წარმოებასა და მოდერნიზაციას. კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატების გამოყენებას ფართო სპექტრი მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობას, ვეტერინარიას და გარემოს დაცვას. კომპანია დაარსდა 2008 წელს "ელიავას ფონდის" მიერ და გახდა "ელიავას კონსორციუმის" უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ელიავა • ბიოპრეპარატები

ფაგოთერაპიის ცენტრი ერთ-ერთია მსოფლიოში სულ რამოდენიმე ცენტრიდან, რომელიც ფაგოთერაპიას წარმატებით იყენებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ რეალურ ცხოვრებაში. კომპანია შედის ელიავას კონსორციუმში და მას ზურგს უმაგრებს "გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის" საუკუნოვანი გამოცდილება ფაგოთერაპიასა და მის იმპლემენტაციაში

ელიავა • ფაგოთერაპიის ცენტრი

1990 წელს "გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის" წამყვანი მეცნიერ თანამშრომლების მიერ დაარსდა სადიაგნოსტიკო ცენტრი, რომლის ძირითადი მიმართულება იყო და დღესაც არის დიაგნოსტიკური და ფარმაცევტული საქმიანობა. კომპანია ერთ-ერთი მოწინავეა ამ სფეროში და გამუდმებით ნერგავს ახალ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს.

ელიავა • სადიაგნოსტიკო ცენტრი

ბაქტერიოფაგის ავტორიზებული აფთიაქი მომხარებელს სთავაზობს ფაგური პრეპარატების დიდ არჩევანს, როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისა და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის. კომპანია ასევე აწარმოებს ინდივიდუალურ ფაგურ პრეპარატებს, რომლებიც ერგება კონკრეტული პაციენტის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. ეს ჩვენს ბაზარზე უნიკალური სერვისია.

ელიავა • ავტორიზებული აფთიაქი

"ელიავა ფაგო სერვისები (EPS)" არის კომპანია, რომლის მთავარი მიმართულებაა ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების დანერგვა და გამოყენება გარემოს დაცვის, სანიტარიისა და ბაქტერიული პათოგენებით დაბინძურებული გარემოს დეზინფექციის მიზნით. კომპანიის სერვისებში შედის ბაქტერიული დაბინძურების შეფასება, დაბინძურების წყაროს აღმოჩენა, პათოგენის იდენტიფიკაცია და შესაბამისი ბაქტერიოფაგების შერჩევა იდენტიფიცირებული ბაქტერიული პათოგენების გასანადგურებლად.

ელიავა • ფაგო სერვისები

ბაქტერიოფაგები

რა არის ბაქტერიოფაგი?

ბაქტერიოფაგები წარმოადგენენ ე.წ. „კეთილ ვირუსებს“, რომლებიც ანადგურებენ მხოლოდ „ცუდ“, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს და ზიანს არ აყენებენ ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ უჯრედებს. ფაგი ამოიცნობს ე.წ. პატრონ უჯრედს, რომელსაც უკავშირდება სპეციალური ფიბრილების საშუალებით და უშვებს თავის გენეტიკურ მასალას ბაქტერიაში. იგი აქტიურად მრავლდება ბაქტერიის შიგნით და იწვევს მის დაშლას. ფაგები ფართოდ არიან გავრცელებული გარემოში, ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პროცესებში.

მიმართულებები

კვლევა და განვითარება

კვლევა და განვითარება

ადამიანის ჯანმრთელობა

ადამიანის ჯანმრთელობა

ცხოველთა დაცვა

ცხოველთა დაცვა

მცენარეთა დაცვა

მცენარეთა დაცვა

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა

საკვების უსაფრთხოება

საკვების უსაფრთხოება

ახალი პროდუქტების შემუშავება

ახალი პროდუქტების შემუშავება

ბიოუსაფრთხოება

ბიოუსაფრთხოება

შეგვეხმიანეთ